Introducing Trialmed! Synexus is now part of Trialmed, a global Clinical Site Network for Phase I through Phase IV studies. Learn more

შეტყობინება კონფიდენციალურობის, ვებსაიტისა და სოციალური მედიის შესახებ

ჩვენი მიდგომა კონფიდენციალურობისადმი

კლინიკური და სამედიცინო კვლევები ადამიანების შესახებ ყველაზე კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს ეფუძნება. ცალკეული პირები თავიანთ სენსიტიურ ინფორმაციას მხოლოდ იქ გააზიარებენ, სადაც არსებობს ნდობის კულტურა და სადაც დაინტერესებული მხარეები მონაცემთა უსაფრთხო დამუშავების პრაქტიკას ახორციელებენ. ამ გარემოში მოქმედი Synexus Clinical Research Limited (თავის ფილიალებთან და შვილობილ კომპანიებთან ერთად წოდებული, როგორც Synexus, „ჩვენ“ და „ჩვენი“) აღიარებს, რომ როდესაც ინფორმაციას რომელიმე პიროვნების შესახებ ვამუშავებთ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ინდივიდუალურად, პასუხისიმგებლობით და მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონის შესაბამისად.

ეს გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკა („პოლიტიკა“) იმ პერსონალური ინფორმაციის ძირითად ტიპებს აღწერს, რომლებსაც ჩვენი გლობალური ორგანიზაციის ფარგლებში ვამუშავებთ ისევე, როგორც იმას, თუ როგორ გამოიყენება და გამჟღავნდება ეს ინფორმაცია და ჩვენს ვალდებულებებს იმ პირების მიმართ, ვის ინფორმაციასაც ჩვენ ვამუშავებთ. პოლიტიკა ზოგადად განმარტავს, თუ როგორ ვცდილობთ მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონებისა და რეგულაციების დაცვას, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ ეროვნული კანონების, რომლებიც ახორციელებს ევროკავშირის (EU) მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას 2016/679 („რეგულაცია“), აშშ-ის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების 1996 წლის კანონს (HIPAA), სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევის შესახებ კანონებს შეერთებულ შტატებში, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, რომელიც მიღებულია გლობალურად სხვა იურისდიქციების მზარდი რაოდენობის მიერ და ICH კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) კონფიდენციალურობის მოთხოვნებს.

თუკი კალიფორნიის მაცხოვრებელი ხართ, ეს პოლიტიკა ასევე შეიცავს კონფიდენციალურობის შეტყობინებას კალიფორნიის რეზიდენტებისთვის, რომლის მიწოდებაც აუცილებელია კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად.
  

Synexus-მა ის შიდა პოლიტიკა, პროცედურები და სასწავლო პროგრამები აამოქმედა, რომლებიც ამ კანონებთან და ამ პოლიტიკასთან შესაბამისობის მხარდასაჭერადაა შექმნილი. ჩვენი პოლიტიკა, პროცედურები და სასწავლო პროგრამები რეგულარულად განიხილება და მათ ზედამხედველობას უწევს კონფიდენციალურობის პროფესიონალთა გუნდი უფროსი აღმასრულებლის ხელმძღვანელობით.

რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს Synexus და რა მიზნებისთვის?

კლინიკური და სამედიცინო ინფორმაცია

როგორც ცენტრების მართვის გლობალური ორგანიზაცია, Synexus ჩვენი კლიენტების მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევებისთვის კვლევით ცენტრებს სთავაზობს. როგორც ასეთი, ჩვენ ვაგროვებთ, ვმასპინძლობთ და ვაანალიზებთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯანმრთელობის მონაცემებს და ბიოსამედიცინო სინჯებს, რომლებიც საკვლევ სუბიექტებთანაა დაკავშირებული. რეგლამენტით დადგენილი პირობებით, Synexus საკუთარ თავს სპონსორთან/კლიენტთან ერთად თანაკონტროლერად მიიჩნევს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ და რატომ ხდება კლინიკური და სამედიცინო მონაცემების დამუშავება მისი, როგორც ცენტრის მართვის ორგანიზაციის რანგში.

GCP-ის შესაბამისად, კონფიდენციალურობის გაუმჯობესებისთვის სუბიექტების სახელები და სხვა პირდაპირი იდენტიფიკატორები არ არის მიმაგრებული იმ ჩანაწერებსა თუ სინჯებზე, რომლებსაც Synexus-ის კლიენტები კვლევის მიზნებისთვის იყენებენ.

ინფორმაცია კლინიკურ კვლევაში ჩართვის შესახებ

ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ საკონტაქტო ინფორმაციას, ჯანმრთელობასა და სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს და სამედიცინო კვლევებში ინტერესის სფეროებს იმ პირებისგან, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, მონაწილეობა მიეღოთ კლინიკურ კვლევებში, რათა ჩვენ შევძლოთ მათი შეთავსება შესაბამის კლინიკურ კვლევასთან ასეთის შექმნის კვალდაკვალ. ამ ინფორმაციას ჩვენ კლინიკურ კვლევებში ინდივიდების ჩართულობისა და ზოგადი სტატისტიკური ანალიზის ჩასატარებლად ვიყენებთ, რაც პაციენტების რეკრუტირებას უჭერს მხარს.

ინფორმაცია ჯანმრთელობის სკრინინგის შესახებ

ზოგიერთ შემთხვევაში Synexus ჯანდაცვის მომსახურებას ადგილობრივ თემებს უწევს გარკვეული პათოლოგიების/დაავადებებისთვის ჯანმრთელობის სკრინინგის აქტივობების სახით. ამ აქტივობის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებთ მონაწილეთა სახელებს, საკონტაქტო ინფორმაციასა და სამედიცინო ინფორმაციას. ტესტის ჩატარების შემდეგ და მონაწილის თანხმობით, ჩვენ დავამატებთ მის ინფორმაციას ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რათა მან შეძლოს ჩვენთან დაკავშირება მომავალი ტესტირების ან კლინიკური კვლევის შესაძლებლობისთვის, მისი სპეციფიკური სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისად. თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ არ გასცენ ასეთი თანხმობა, Synexus მონაწილის ექიმს მხოლოდ ტესტირების შედეგებს გაუზიარებს.

დარგობრივი პროფესიონალური ინფორმაცია

ჩვენი ბიზნესის წარმოების განმავლობში Synexus იურთიერთქმედებს თანამშრომლებთან, კონსულტანტებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე მხარეებთან, რომლებიც დაქირავებულნი ან ჩართულნი არიან ჩვენი იმ კლიენტების მიერ, რომლებიც კლინიკურ და სამედიცინო კვლევებში მონაწილეობენ. Synexus ჩაიწერს და გამოიყენებს ამ პირების სახელებს, საკონტაქტო დეტალებსა და სხვა პროფესიონალურ ინფორმაციას ბიზნესთან დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის, პროექტებისა და საფინანსო ადმინისტრირებისთვის. მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, ელფოსტის მისამართები, შეიძლება ჩვენი კლიენტებისთვის Synexus-ის სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად გამოვიყენოთ.

მონაცემები დასაქმებისა და ადამიანური რესურსების შესახებ

იმ განმცხადებლებისგან, რომლებსაც სურთ დასაქმება კომპანიაში, Synexus აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის, პირად საკონტაქტო დეტალებს, პროფესიულ კვალიფიკაციასა და წინა დასაქმების ისტორიას, რათა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. Synexus ახორციელებს განმცხადებლების ბიოგრაფიის მრავალმხრივ შემოწმებას, მათ შორის, სადაც კანონით ნებადართულია, კრიმინალური ისტორიისა და პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ. დასაქმების შემდეგ Synexus პერსონალის შესახებ ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის, ეფექტურობის, სახელფასო და საგადასახადო მიზნებისთვის აგროვებს. Synexus შეაგროვებს და დაარეგისტრირებს ინფორმაციას თანამშრომლების დონეზე კომპანიის სხვადასხვა სისტემაში და სტანდარტული ბიზნეს ოპერაციების შესაბამისად. Synexus ამუშავებს მსგავს ინფორმაციას, რომელიც კონსულტანტებს, კონტრაქტორებსა და სხვა იმ მესამე მხარეებს ეხება, რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის მიერ მისთვის პროდუქტების ან მომსახურების მიწოდებაში.

ვებ ვიზიტორები

Synexus აგროვებს სახელობით ინფორმაციას კომპანიის ვებსაიტებზე ვიზიტორთა შესახებ, როდესაც ის ნებაყოფლობით მიეწოდება ამ პირების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, როდესაც კლიენტი ითხოვს ინფორმაციას კომპანიის სერვისის შესახებ, ან ჯანდაცვის პროფესიონალი დაინტერესებულია, მონაწილეობა მიიღოს კლინიკურ კვლევაში ან როდესაც ვინმეს სურს, შეიტანოს განაცხადი კომპანიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე. ქუქი-ფაილებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით Synexus-მა შეიძლება შეაგროვოს სხვადასხვა მონაცემი, დაკავშირებული ვირტუალურ იდენტიფიკატორებთან, რომლებიც ვიზიტორებს მიეკუთვნება ჩვენს ვებსაიტებზე წვდომისას. ეს მონაცემები სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის, საიტის ანალიტიკისა და პირველი მხარის მარკეტინგისთვის (იხილეთ ქვემოთ „ონლაინ პრობლემები“). ზოგიერთ შემთხვევაში ეს ვირტუალური პიროვნებები ვიზიტორთა რეალურ სამყაროს უკავშირდება, როდესაც ისინი თავიანთ სახელობით ინფორმაციას აწვდიან, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი. ეს საშუალებას აძლევს Synexus-ს, მოარგოს მარკეტინგული შეტყობინებები იმ პირებს, მათ შორის, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც, სავარაუდოდ, მათთვის საინტერესო იქნება.

საკონტაქტო ცენტრი

Synexus დანიშნავს მიმწოდებლის საკონტაქტო ცენტრებს იმ პირებთან დასაკავშირებლად, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, მონაწილეობა მიეღოთ კლინიკურ კვლევებში. პერსონალური მონაცემები იმ პირების შესახებ, რომლებსაც დავუკავშირდით, გროვდება მხოლოდ მათი მოთხოვნის დასამუშავებლად და იმის დასადგენად, კვალიფიცირდებიან თუ არა მიღებაზე სკრინინგის ვიზიტისთვის Synexus-ის ობიექტებში. ჩვენი საკონტაქტო ცენტრები იმ პირებს არ უკავშირდება, რომლებმაც მანამდე არ მიაწოდეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია Synexus-ს. ზარები შეიძლება ჩაიწეროს ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. აბონენტებს (შემავალი და გამავალი) ეცნობებათ მათი ზარის ჩაწერის შემთხვევაში.

პერსონალური ინფორმაციის შიდა და გარე გამჟღავნება

პერსონალური ინფორმაცია გაზიარდება Synexus-ში, მის შვილობილ კომპანიებში და მესამე მხარეებთან, მათ შორის, ჩვენს აგენტებთან და სერვისის პროვაიდერებთან, „აუცილებელი ინფორმაციის“ პრინციპის საფუძველზე გაცხადებული ლეგიტიმური ბიზნეს მიზნების შესასრულებლად. პერსონალური ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზებსა და საქაღალდეებზე წვდომა შეზღუდულია შესაბამისი პერსონალით. Synexus არ ვაჭრობს და არ ყიდის პერსონალურ ინფორმაციას.

გარკვეულ გარემოებებში Synexus-ს შესაძლოა, გამოძიების ფარგლებში ან სასამართლო მიზნებისთვის სამართალდამცავი ან სასამართლო ხელისუფლების მიერ კონკრეტული პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მოეთხოვოს. Synexus-მა შეიძლება გაუმჟღავნოს პერსონალური ინფორმაცია მყიდველს ან სხვა მემკვიდრეს Synexus-ის, მისი ზოგიერთი ან მთელი აქტივის შერწყმის, კაპიტალდაბანდების ამოღების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, დაშლის ან სხვაგვარად გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში.

კომპანიებს, რომლებიც Synexus-ის მიმწოდებლების სახით ფუნქციონირებენ, მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ „დამმუშავებლის“ და/ან კონფიდენციალურობის შეთანხმებებს, რომლებითაც ისინი ვალდებულნი არიან, პერსონალური ინფორმაცია დაამუშავონ მხოლოდ საკონტრაქტო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

პეროსნალური ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა

Synexus არის გლობალური კომპანია, რომელიც ისეთ დარგს ემსახურება, რომელიც სულ უფრო გლობალიზებული ხდება კლინიკური კვლევებისადმი მიდგომაში. პერსონალური ინფორმაცია გაზიარდება საერთაშორისო საზღვრებს მიღმა, როგორც ამას გლობალური პროექტების მომსახურება მოითხოვს. Synexus ინახავს პერსონალურ ინფორმაციას მონაცემთა ბაზებში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. გარკვეულ გარემოებებში Synexus-ისა და კლიენტის პერსონალური ინფორმაცია მიმწოდებლის იმ პლატფორმებზე განთავსდება, რომლებიც ინტერნეტ ღრუბელში მდებარეობს. Synexus აღიარებს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს პერსონალური ინფორმაციის გადაცემას საერთაშორისო საზღვრებს მიღმა. Synexus-მა შეიმუშავა ზომები, რათა ასეთი მონაცემების ადეკვატური დაცვა უზრუნველყოს, სადაც ეს კანონითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ევროპის ეკონომიკური ზონიდან გარკვეული პერსონალური ინფორმაციის გადაცემის მიზნით Synexus-მა მონაცემთა დაცვის სტანდარტული პუნქტები („SDPC“) შეასრულა. ევროკავშირის მაცხოვრებლებს, რომელთა პერსონალური ინფორმაცია ამ SDPC-ის ფარგლებში მუშავდება, Synexus-ისგან ხელშეკრულების ასლის მოთხოვნა ქვემოთ ჩამოთვლილი საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით შეუძლიათ. ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონფიდენციალურობის რისკები ძალიან დაბალია, მაგალითად, საკვანძო კოდირებული მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით, Synexus შეიძლება ინდივიდების ინფორმირებულ თანხმობას დაეყრდნოს მათი ინფორმაციის სამართლებრივ რეჟიმებში გადასაცემად მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ნაკლებად მკაცრი ზომებით.

შეტყობინება და თანხმობა

მონაცემთა შეგროვების მომენტში Synexus ფიზიკურ პირებს მკაფიო და გასაგები ენით აცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება გამოყენებული, გამჟღავნებული და გადაცემული მათი ინფორმაცია; რა არჩევანი აქვთ მათ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით; რა ინფორმაციული უფლებები აქვთ მათ მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონის ან ამ პოლიტიკის მიხედვით; და ვის უნდა დაუკავშირდნენ რაიმე შეკითხვით ან საჩივრით. ეს კონფიდენციალურობის შეტყობინებები მორგებულია მონაცემთა შეგროვების კონკრეტულ სიტუაციებზე. ასეთი შეტყობინების მიწოდებისას Synexus ასრულებს თავის ვალდებულებებს, იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი ფიზიკურ პირებთან, როგორც ამას მონაცემთა კონფიდენციალურობის მრავალი კანონი მოითხოვს. შეტყობინების საშუალებიდან გამომდინარე, შეტყობინება შეიძლება გაიცეს პირადად, ელფოსტით, ფოსტით, ტელეფონით ან ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებით.

მრავალ სიტუაციაში, მათ შორის, როდესაც მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონითაა გათვალისწინებული და ასევე, როდესაც ეს არის კარგი პრაქტიკის საკითხი, Synexus მოითხოვს ინდივიდების თანხმობას, რათა შეაგროვოს, გამოიყენოს და გაამჟღავნოს მათი მონაცემები კონფიდენციალურობის შესახებ სათანადო შეტყობინების შესაბამისად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც კანონი ამის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც თანხმობის მიღება არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს და სადაც მონაცემთა დამუშავება Synexus-ის ან ჩვენი კლიენტების ლეგიტიმურ ინტერესებშია, ხოლო კონფიდენციალურობის რისკი დაბალია, Synexus თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც განაგრძობს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას. ამასთანავე, Synexus გამოიყენებს და გაამჟღავნებს პერსონალურ ინფორმაციას თანხმობის გარეშე, სადაც ამას კანონი და სასამართლო ბრძანება მოითხოვს. GCP-ის, კონფიდენციალურობის შესახებ კანონებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულაციების შესაბამისად, Synexus შეაგროვებს კვლევის სუბიექტების აუცილებელ ინფორმირებულ თანხმობას თავისი კლიენტების სახელით.

მონაცემთა ხარისხი და ჩანაწერების შენახვა

მონაცემთა ხარისხი და სიზუსტე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრინციპებია Synexus-ისთვის. კლინიკური კვლევის მთლიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა კვლევის სუბიექტებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტეს ენიჭება, განსაკუთრებით, იქ, სადაც დართულია ბიოსამედიცინო სინჯები. მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, Synexus-ში ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალური დეპარტამენტი ფუნქციონირებს. ზოგადად, კონფიდენციალურობის შესახებ ჩვენი შეტყობინებები ინდივიდებს დადასტურების, შეცდომების გამოსწორებისა და ინფორმაციის განახლების მარტივ საშუალებებს სთავაზობს. Synexus პერსონალურ ინფორმაციას სახელშეკრულებო, სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად ინახავს.

საინფორმაციო უფლებები

მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონმდებლობის მქონე იურისდიქციაში და სადაც სახელშეკრულებო ვალდებულებები მოითხოვს, Synexus უზრუნველყოფს, რომ ფიზიკურ პირებს შეეძლოთ ყველა შესაბამისი საინფორმაციო უფლების გამოყენება კომპანიის მიერ დამუშავებულ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ წვდომისა და შესწორების, ნებისმიერ დროს თანხმობის გაუქმების, მონაცემთა დამუშავების გაპროტესტების, მონაცემთა წაშლის მოთხოვნის, მონაცემთა დამუშავების ასპექტების შეზღუდვის, პირდაპირი მარკეტინგის პრევენციისა და საყოველთაოდ მიღებულ ციფრულ ფორმატში (მაგ. pdf) საკუთარი თავისთვის ან სხვა ორგანიზაციისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის მოთხოვნის უფლებისა.

ყველა სხვა ასპექტში, თუკი რომელიმე ინტერესი არ არის უპირატესი, Synexus შეეცდება, ამ პოლიტიკის შესაბამისად, კარგი პრაქტიკის საკითხის სახით დაუშვას შემდეგი ინფორმაციული უფლებები:

  • გონივრულ ვადაში დაუშვას პერსონალური ინფორმაციის ასლებზე წვდომა;
  • • შეასწოროს პერსონალური ინფორმაცია იქ, სადაც ის არასწორი იქნება; და
  • • გააუქმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მანამდე გაცემული თანხმობა.

იმ კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებული მონაწილეები, რომლებსაც Synexus-ის კლიენტები ატარებენ, უნდა დაუკავშირდნენ მკვლევარს Synexus-ის თავიანთ საიტზე, რომელიც შეძლებს აუცილებელი კავშირის დამყარებას სუბიექტის ვინაობასთამ.

საინფორმაციო უსაფრთხოება

კომპანია მხარს უჭერს საინფორმაციო უსაფრთხოების ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ისეთი ზომების გამოყენებას ცდილობს, რომლებიც პერსონალურ ინფორმაციას, განსაკუთრებით, სენსიტიურ კლინიკურ მონაცემებს, არაავტორიზებული წვდომისგან ან დაკარგვისგან იცავს. მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, განსაკუთრებით, აშშ-ს შტატის კანონმდებლობისა და რეგულაციის თანახმად, Synexus ასევე მხარს უჭერს დეტალურ პოლიტიკას უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს პროცედურული რეაგირების ზომებს პერსონალური ინფორმაციის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, ნებისმიერი საჭირო შეტყობინების გაგზავნას ფიზიკური პირების ან სამთავრობო ორგანოებისთვის.

ონლაინ საკითხები

Synexus-ის ვებ-გვერდები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს კომპანიის გარეთ არსებულ ვებსაიტებზე. მიბმული ვებსაიტები არ კონტროლდება Synexus-ის მიერ და არ არის მის მიერ მოწონებული. ეს პოლიტიკა არ ვრცელდება მიბმულ ვებსაიტებზე Synexus-ის ორგანიზაციის გარეთ. რეკომენდებულია, რომ ვიზიტორებმა თითოეული ინდივიდუალურად მიბმული ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას გადახედონ.

ჩვენი ვებ-გვერდებიც იყენებს ქუქი-ფაილებს. ქუქი-ფაილი არის მონაცემთა ფაილი, რომელიც განთავსებულია ვებსაიტის ოპერატორის მიერ მისი საიტის ვიზიტორთა მყარ დისკზე. Synexus-სა და მესამე მხარეებს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, შეუძლიათ, შემდეგი ფუნქციების მქონე ქუქი-ფაილები Synexus-ის ვებსაიტების ვიზიტორთა კომპიუტერებზე განათავსონ: საიტისთვის ვიზიტორის მიერ მოთხოვნილი სერვისის მიწოდების უფლების დაშვება; განმეორებითი ვიზიტორების დამახსოვრება; საიტის მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება; კომპანიისთვის საიტის ანალიტიკის ჩატარების საშუალების მიცემა; ვიზიტორის წინა დათვალიერების აქტივობიდან გამომდინარე, ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების მომსახურება და ადაპტაცია ჩვენს ვებსაიტებსა და ინტერნეტში.

Synexus-თან თქვენი ონლაინ ურთიერთობა შეიძლება ინტერნეტ ბრაუზერების უმეტესობაში არსებული პარამეტრების გამოყენებით იმართებოდეს. ამ დროისთვის ჩვენ არ ვპასუხობთ „არ ადევნო თვალყური“ სიგნალებს, თუმცა ბრაუზერების უმეტესობა ვიზიტორს საშუალებას აძლევს, აირჩიოს, რომელი ქუქი-ფაილები შეიძლება განთავსდეს მის კომპიუტერში და წაშალოს ან გამორთოს ქუქი-ფაილები. გაითვალისწინეთ, რომ ქუქი-ფაილების გამორთვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ვიზიტორს Synexus-ის ვებსაიტებზე გარკვეული ფუნქციების გამოყენებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.

ბავშვების ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვა

Synexus არ აგროვებს ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტების მეშვეობით იმ ფიზიკური პირებისგან, რომლებიც 13 წლამდე ასაკის არიან და ჩვენი ონლაინ ყოფნის არცერთი ნაწილი არ არის განკუთვნილი 13 წელზე ნაკლები ასაკის პირებისთვის.

მოთოვნები, საჩივრები და თხოვნები უფლებების განხორციელების შესახებ

კომუნიკაცია, მოთხოვნები და თხოვნები საინფორმაციო უფლებების განხორციელების შესახებ (მაგ., მონაცემთა ხელმისაწვდომობა) ან საჩივრები შეიძლება მიეწოდოს მონაცემთა დაცვის ოფიცერს – კონფიდენციალურობის დეპარტამენტი, Granta Park Cambridge, CB21 6GQ, United Kingdom

რეგულაციის თანახმად, Synexus Polska Sp. z o.o. როგორც Synexus-ის წამყვანი ფილიალი ევროკავშირში („კონტროლერი“) მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი იქნება მონაცემთა დაცვის საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს კომპანიათა ჯგუფზე ევროკავშირში. რეგულაციასთან შესაბამისობის მიზნით, მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება ზემოთ მოცემული კოორდინატების მეშვეობით შეიძლება.

ევროკავშირის ფარგლებში თქვენ ასევე გაქვთ კანონიერი უფლება, შეიტანოთ საჩივარი თქვენი ინფორმაციის დამუშავების წესის შესახებ იმ სამეთვალყურეო ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია კანონთან შესაბამისობის რეგულირებაზე. ევროკავშირის ყველა საზედამხედველო ორგანოს სია ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებსაიტზე: http://ec.europa.eu/justice/data-protection/article-29/structure/data-protection-authorities/index_en.htm.

პოლიტიკის იურიდიული სტატუსი და პოლიტიკის ცვლილება

ეს პოლიტიკა არ არის კონტრაქტი და სამართლებრივ უფლებებს ან ვალდებულებებს არ ქმნის. Synexus იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან შეასწოროს ეს პოლიტიკა. მაგალითად, პოლიტიკის შეცვლა შეიძლება საჭირო გახდეს ახალი კანონის მიღების ან ცვლილებისას. განახლებული პოლიტიკა აქ გამოქვეყნდება: https://www.synexus.com/.

ბოლო განახლების თარიღი: 2020 წლის 1 იანვარი